Everonix ჯგუფსა და ViewSonic-ს შორის თანამშრომლობას ხელი მოეწერა
- აპრილი 24, 2025
- გამოგზავნილია: Luka
- კატეგორია: სიახლეები
მიმდინარე წლის აპრილში ევერონიქს ჯგუფსა და ViewSonic-ს შორის, რომელიც ლიდერია ციფრული ეკრანული გადაწყვეტილებების სფეროში,ხელი მოეწერა ურთიერთანამშორომლობის ხელშეკრულებას.
ეს სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევერონიქს საქართველოს პორტფელის გაფართოებას. პარტნიორობა მოიცავს ViewSonic-ის ინტერაქტიულ პანელებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს. შეთანხმება მოიცავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონს და ითვალისწინებს B2B და B2G გაყიდვების არხების აქტიურ განვითარებას.
„ევერონიქს ჯგუფი არის ძლიერი მოთამაშე, რომელთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა ახალ ეტაპზე გადავა. მითუმეტეს რომ, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზარი ამ მიმართულებით მზაობასა და დინამიკას ავლენს. “ — აცხადებს ViewSonic-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
მხარეები გეგმავენ ერთობლივ მარკეტინგულ აქტივობებს, პროდუქტების ლოკალიზაციას ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და აქტიურ თანამშრომლობას VAR-პარტნიორებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.