
ჩვენ შესახებ
ევერონიქს საქართველო ევერონიქს დისტრიბუციის ჰოლდინგის წევრია. ეს უკანასკნელი დაარსდა 1991 წელს და წარმოადგენს უმსხვილეს ფართო პროფილის მქონე დისტრიბუტორ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია მობილური, კომპიუტერული, სერვერული და ქსელური მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირგაბმულობისა და პორტატული ტექნიკის მიმართულებით. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია 170-ზე მეტი მწარმოებელი.
ევერონიქს დისტრიბუციას წარმომადგენლობები განთავსებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ევერონიქს საქართველო 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
-
ჩვენი საქმიანობა
ჩვენ ვთანამშრომლობთ საცალო ბაზრის ყველა მსხვილ პარტნიორთან, მათ შორის:
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ქსელებთან,
საკომუნიკაციო ოფისებთან,
დამოუკიდებელ IT საცალო წარმომადგენლობებთან,
ონლაინ მაღაზიებთან,
მცირე მეწარმეებთან,
საპროექტო კომპანიებთან (სისტემის ინტეგრატორები,
კორპორატიული გადამყიდველები),
და ასევე ვითარებთ IT ბაზრისთვის არატრადიციულ გაყიდვების არხებს.
-
ჩვენი სტრატეგია
ჩვენი მიზანია მომხმარებელთა მოთხოვნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შეთავაზება გამჭვირვალობა, ხარისხი და სანდოობა.. ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილებას ვთავაზობთ- პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლისგან მიღება, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, მიწოდებისა და ნებისმიერი მაშტაბის მოთხოვნის ეფექტური დაფარვა, ჩვენი ძლიერი მხარეებია პარტნიორებს ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს და მუდმივად ვანვითარებთ სადისტრიბუციო არხებს.
-
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა საქართველოში უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური მიწოდება, შესაბამისი ბაზრის განვითარება და ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება მწარმოებლებსა და რეალიზატორებს შორის, ბიზნესის მომგებიანობის ზრდისთვის..
მომწოდებლებისთვის ვქნით უშუალო წვდომას ბაზრზე სხვადასხვა სეგმენტის მიერ მოთხოვნის წარმოქმნით
პარტნიორებისთვის ვთავაზობთ მომგებიან პირობებს, სადაც მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე ვაყალიბებთ უნიკალურ შეთავაზებებს.